ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია,რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება,სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს.როგორც წულაია წერს,ის პარტიის დაარსებას გეგმავს.
"მოგესალმებით მეგობრებო, მხარდამჭერებო და უბრალოდ გულშემატკივრებო გლდანის 18-ე სამკურნალო საღჯელასრულების 405 საკნიდან .
მინდა გითხრათ , რომ როდესაც დავტოვე პარტია "თავისუფალი საქართველო" , ერთ ვარიანტად განვიხილავდი პარტიის ჩამოყალიბებას , ნუ აქ ყოფნამ საბოოლოდ გამაწყვეტინა პარტიის დაარსება.
პარტიის პროგრამა მინიმუმი იქნება რომ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში და მოვიცვათ ყველა სოფელი და რეგიონი . ამაზე ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო რადგან თუ ვინმე ოდესმე მისმენდა , იცის რა დამოკიდებულება მაქვს სოციალური და საერთო სამართლიანობის მიმართ , ასევე თვითმართველობის გაძლიერების მიმართ , რომ ახლანდელი თვითმართველობა არის მხოლოდ ბუტაფორია და მეტი არაფერი და ასევე რა მიდგომები მაქვს ახალ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ადგილობრივ მრეწველობის განვითარებაზე აი ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი , რადგან ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ რეალურ თვითმართველობას , სამართლიანობას და მრეწველობას , რომელიც გაადარჩენს ქვეყანას.
მინდა ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს , მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვინც თვლის რომ ჩემი 6 წლით ციხეში გამოკეტვა არის უსამართლობა დამიჭიროთ მხარი და დამეხმაროთ პარტის დაფუძნებაში .
გამოხატეთ თქვენი აზრი თუ ხართ მზად თანამშრომრომლობისთვის და ერთად ბრძოლისთვის.
თქვენი გოგი წულაია , მადლობა ყველა იმ ადამინს ვინც მხარს მიჭერთ ამ უსამართლო ბრძოლაში და მომავალშიც აპირებთ დამეხმაროთ როგორც პარტის შექმნაში ასევე თავისუფლებისთვის ბრძოლაში !"-წერს წულაია.