,,სამწუხაროდ ქუთაისის მერიაში აღებ - მიცემობა და კორუფცია დიდი ხანია გავრცელებულია,,-ასე გამოეხმაუურა საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, თავმჯდომარე გიგა შუშანია, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს,, მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქუთაისის მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია ადგილობრივ ტენდერებს იგებს.
,,ყველა შესყიდვის და ყველა პროექტის დროს ხდება არათანაბარი შერჩევა კომპანიების, მაგალითად ხდება თვითნებურად ვადების გაზრდა,თანხების დამატება, ასე რომ ტენდერის გამოცხადების დროს არათანაბარი პირობებია და კომპანიებს, რომლებიც არ არიან დაახლოებული ,,ქართულ ოცნებასთან,, არ აქვთ საშუალება გაიგონ რეალურად რა ვადებში უნდა გააკეთონ სამუშაოები.სწორედ ამ კორუფციის გამო თითქმის ყველა პროექტი არის უხარისხოდ შესრულებული, სწორედ ამის გამოა ქუთაისი გადათხრილი ქუჩების ქალაქი და ერთადერთი, ვინც იმარჯვებს ამ ყველაფერში,ეს არის ,,ქართული ოცნების,, ახლობლების კომპანიები, კომპანიები, რომლებიც ფულს წირავენ და შემდგომ ავსებენ,, ქართული ოცნების,, საარჩევნო ყულაბას.
ეს კომპანია არა მარტო, ქუთაისში, არამედ თბილისშიც იგებდა ძელსკამების ტენდერებს,,-განაცხადა გიგა შუშანიამ.