უკვე რამდენიმე თვეა ქალაქის საკანონდებლო ორგანოში სხდომებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებიან. როგორც ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა კოტე რატიანმა ,, აიპრესს" განუცხადა ბოიკოტის მიზეზი 20 ივნისის შეთანხმების დარღვევა, პოლიტპატიმრების არსებობა და გაყალბებული არჩევნებია. რატიანის თქმით, ოპოზიცია საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, თუმცა მონაწილეობს კომისიების საქმიანობაში.