ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ყველაზე დიდ თანხებს ატრაქციონების შესასყიდად ბათუმის შემდეგ ქუთაისი ხარჯავს.ქუთაისის მერია იკავებს, რომელიც ამ მიმართულებით 225,815 ლარის დახარჯვას აპირებს ხოლო ბათუმმა უკვე გამოაცხადა 392,149 ლარის ღირებულების ტენდერი.
აღსანიშნავია, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად 2019-2020 წლებში სახელმწიფო ორგანოებმა ატრაქციონებში 2,208,383 ლარი დახარჯეს.
ქუთაისის მერიამ საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის მიზნით 35,962 ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანია ექსიმ მეიდთან. ხოლო მეორე შემთხვევაში 189,853 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არ შედგა, რის შედეგადაც კვლავ თავიდან მოუწია ტენდერის გამოცხადება. მიმდინარე მონაცემებით ტენდერი დასრულებული არ არის.
ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადეს ვანის, ტყიბულისა და ბაღდათის მერიებმაც. საინტერესოა ვანის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი. ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი პირველად 17 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტებს შორის იყო ბილიარდისა და ჭადრაკის მაგიდა და ატრაქციონები, თუმცა დოკუმენტაციაში ცვლილებების გამო ტენდერი შეწყდა, რის შემდეგადაც ახალი ტენდერი გამოცხადდა. ახალი შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით შესყიდვის ობიექტებს შორის ჭადრაკისა და ბილიარდის მაგიდები აღარ არის.
აღასანიშნავია, მას შემდეგ რაც საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2019-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით 2,208,383 ლარი დაიხარჯა ატრაქციონების შესაძენად. 2019-2020 წლებში პანდემიის პერიოდის განმავლობაში ატრაქციონების შეძენა 12-მა მუნიციპალიტეტმა განახორციელა. ეს ტენდეცია არც 2021 წელს შეცვლილა და სახელმწიფო უწყებები კვლავ აქტიურად განაგრძობენ თანხების ხარჯვას ამ მიმართულებით.
ამასთანავე COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. NDI-ის 2021 წლის კვლევის თანახმად კი გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა. ამასთანავე სახელმწიფო ვალი 2021 წლის იანვრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა და არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება.