,დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“-ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ქალაქის თვითმმართველობის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები,სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ტრანსფარანტებით ხელში შეიკრიბნენ. ისინი ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველობის შენობაში შესვლას არ გამორიცხავენ.მობილიზებულია პოლიცია, ისინი მერიის ცენტრალურ შესასვლელს იცავენ.
,,ნორმალურ ქვეყენაში რომ ვცხოვრობდეთ უკვე გამოძიება უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ტვ ,,პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებენ. უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ვერ დააჩოქებენ. ისინი ვადამდელი არჩევნების გზით აუცილებლად წავლენ ხელისუფლებისგან.“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.