ქუთაისიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარის მხარდასაჭერად პარტიის წევრები, მოქალაქეები და აქტივისტები გაემგზავრნენ.ისინი თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.ასევე რუსთაველზე დაიდგმება ის კარავი,რომელიც 27 ნოემბრიდან გუშინდელ დღემდემდე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში იყო განთავსებული.
ნიკა მელიას მხარდასაჭერად აქცია თბილისში, პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ .
პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. ოპოზიცია სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.