პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა.
ღარიბაშვილის კაბინეტს პარლამენტის კომიტეტები ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერას უცხადებს.
22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვის საჭიროა სულ მცირე 76 ხმა.
მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: - მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ცვლის.
თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი გიორგი გახარიას გადადგომამ გამოიწვია.გახარიამ პოსტი 18 თებერვალს დატოვა.