აქციის მეორე დღე-ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ოპოზიციის სამოქალაქო პროტესტი გრძელდება. მოთხოვნა უცვლელია-რიიგარეშე არჩევნები.
,,აქციის შიშით ქუთაისის მერს შადრევანიც ჩართვაც მოუწია ზამთარში (ზაფხულშიც არ ირთვებოდა და ამ ფულს ჯიბეში იდებდა). ეხლა ყველა შადრევანთან, განსაკუთრებით ცენტრალურ მოედანზე უნდა დავდგათ კარვები და ამ ფულს მოპარვის ნაცვლად მიზნობრივად დავახარჯინებთ,, - წერს სოციალურ ქსელში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ,, წარმომადგენელი გიგა შუშანია.
,,უკვე მეორე დღეა გავშალეთ კარავი. ვაპროტესტებს ,,ქართული ოცნების,, მიერ გაყალბებული არჩევნების გზით ხელისუფლების მიტაცებას. გუშინდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა. ეს ბრძოლა გაგრძელდება. კარავი იქნება მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.,,-აცხადებს თედო მესხი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.