ბოლო კვირის მონაცემებით, სკოლებში კოვიდვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირებულია, შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებლების 0.5%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.2%-ს დაუდასტურდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვიც. ბოლო კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფებოდა 81 სკოლა, 379 ცალკეული კლასი და რისკის ჯგუფის 89 მასწავლებელი.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.9%.
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს მასშტაბით მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია 80-მდე ადგილი, აქედან ქუთაისშია 3 ვაკანსია,სამტრედიასა და ჭიათურაში თითო-თითო, ორი ზესტაფონში და ერთი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანში.ხონშია ორი ვაკანსია.
განცხადებების მიღება 10 დეკემბრიდან დაიწყო და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრელდება.
მანდატურად შეუძლია იმუშაოს საქართველოს მოქალაქემ, 21 წლის ასაკიდან, უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე და სახელმწიფო ენის მცოდნე, სრული ზოგადი განათლებით, პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით.
მანდატურის შრომის ანაზღაურება 750 ლარია.
http://mandaturi.gov.ge/new/394-mandaturta-shesarchevi-konkursi
კორონავირუსის გავრცელების გამო ქუთაისში რამდენიმე ბაგა-ბაღია დახურული.
როგორც ა(ა)იპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილი ამბობს, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია მე-4; მე-8; 36-ე და 24-ე ბაგა-ბაღებში. აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი ეტაპობრივად, 2 კვირის ვადაში აღდგება. ქალაქში სულ 37 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განაცხადებით, კორონავირუსის გამო სრულად ონლაინ რეჟიმზეა ორი- მე-7 და მე-16 საჯარო სკოლები. ამასთანავე დისტანციურად სწავლობს სხვადასხვა სკოლის 62 კლასი.
რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, დღეს არსებული მონაცემებით სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია სამ- მე-20; 24-ე და 28-ე ბაგა-ბაღებში.
ქართული კლასიკო- თბილისის ,,დინამოსა,, და ქუთაისის ,,ტორპედოს,, შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართა. თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა,…
კვირა მაისი 24
In სპორტისაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 24…
კვირა მაისი 24
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში , თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება ქართული დერბი - „დინამო“…
პარასკევი მაისი 22
In სპორტისურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში,…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოებადღეს მეთორმეტე კლასელებმა სწავლა დაასრულეს- სკოლებში ,,ბოლო ზარი,, დაირეკა. ქუთაისში სკოლა 2334 მოსწავლემ დაამთავრა,აქედან 1960-მა …
ოთხშაბათი მაისი 20
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან…
ოთხშაბათი აპრილი 15
In განათლებაქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლას კლასიკური გიმნაზიის სახელი დაუბრუნდა.გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ინიციატივის ავტორები ქალაქ…
ოთხშაბათი მარტი 25
In განათლებასაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და…
ოთხშაბათი მარტი 25
In განათლებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და…
ოთხშაბათი თებერვალი 18
In განათლება