ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სამი საგამოცდო ცენტრი მუშაობს - N1, №17 და № 41 საჯარო სკოლებში.პირველ საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში პირველ სესიის დროს 274 აბიტურიენტიდან 260 გამოცხადდა, ხოლო ერთმა დააგვიანა. პირველ სკოლაში ქუთაისის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის , ზეკო ხაჩიძის თქმით, პირველმა სესიამ უხარვეზოდ, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მეორე სესია 14 საათზე დაიწყება.
წელს გამოცდებისათვის ქვეყნის მასშტაბით 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.