2023 წლის 22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი იწყებს.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, წარმატებით დაასრულა.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus-ი დეკემბრის ბოლოდან, კვირაში სამჯერ სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს.
საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს" - ირაკლი ქარქაშაძე.
კომპანია Pegasus-ი ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან რამდენიმე წელია ასრულებს.
თურქული ავიაკომპანია Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვისფ რენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს.