ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა.
ბოტანიკურ ბაღში ირმა პეტრიაშვილის პოეზიის საღამო და ნახატების გამოფენა გაიმართა. თავად შემოქმედი თავს თვითნასწავლად მიიჩნევს, თვლის, რომ მოყვარულია და უბრალოდ, ხელოვნებას ემსახურება.
საღამოს მიზანი იყო ხელოვანი ქალის ნამუშევრების პოპულარიზაცია. შეხვედრას ირმა პეტრიაშვილის მეგობრები ესწრებოდნენ.
საღამო ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა.
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მეხუთე ხეივანი გაიხსნა. დღეიდან რეზო ჭეიშვილის, ოტია იოსელიანის, ცისფერყანწელებისა და აკაკის ხეივანს ზურაბ კუხიანიძის ხეივანიც შეემატა.
დღესვე მოქანდაკე გიორგი კიკვაძის მიერ შექმნილი ზურაბ კუხიანიძის
შეგახსნებთ, რომ ზურაბ კუხიანიძე ცნობილი პოეტი და მწერალი იყო. ის არის 40-მდე წიგნის ავტორი.პოეტი ქუთაისში, მწვანე ყვავილას პანთეონშია დაკრძალული. დღეს ზურაბ კუხიანიძის დაბადების დღეა. პოეტი 90 წლის გახდებოდა
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მწერალ ავთანდილ ყურაშვილს ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები მიულოცეს. ავთანდილ ყურაშვილს, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია გადასცა .ავთანდილ ყურაშვილმა ქრისტიანული პოეზიის X ფესტივალის „ წმინდა ნინოს ჯვარის“ მთავარი პრიზიც მოიპოვა.
„ ვულოცავთ ბატონ ავთანდილ ყურაშვილს მორიგ აღიარებას. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი თანაქალაქელია, ჩვენი თანამედროვე. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და თანადგომას ყოველთვის გამოხატავდა და კვლავ ასე გააგრძელებს“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
მწერალს ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა.
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ ჩვენი კვარტეტის“ მომღერლებმა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
კონცერტთან ერთდ სახლ-მუზეუმის ეზოში, ბაღდათში მცხოვრები მხატვრის ფიქრია კოხოძის ნამუშევრები იყო გამოფენილი.
მოეწყო ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა ჯიშებისგან წარმოებული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.
ღონისძიება სახელწოდებით „ამღერებული იმერეთი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის, და ა.(ა).ი. პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა , რომელიც მიზნად ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და შიდა ტურიზმის განვითარებას ისახავდა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოებაქუთაისში მომხდარ აფეთქებას ,,სოკარ საქორგაზი,, ეხმაურება. ,,ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის N 50-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოებაქუთაისში, ავტოქარხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზ.ჭავჭავაძის ქუჩაზე, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოებაქუთაისის მერია ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებლებში ქირით…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოებაქალბატონი,რომელიც დღეს ქუთაისში,ავტოქარხნის დასახლებაში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად დაშავდა,დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.მას სხეულის 12 % აქვს…
შაბათი ნოემბერი 21
In საზოგადოება