ბოტანიკურ ბაღში ირმა პეტრიაშვილის პოეზიის საღამო და ნახატების გამოფენა გაიმართა. თავად შემოქმედი თავს თვითნასწავლად მიიჩნევს, თვლის, რომ მოყვარულია და უბრალოდ, ხელოვნებას ემსახურება.
საღამოს მიზანი იყო ხელოვანი ქალის ნამუშევრების პოპულარიზაცია. შეხვედრას ირმა პეტრიაშვილის მეგობრები ესწრებოდნენ.
საღამო ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა.