- კულტურა
- გადასვლები: 1197
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გიორგი არაბიძე თბილისის ვ. ა. მოცარტის სახელობის მე-8 საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი გახდა. (პედაგოგი : ლედა კანკავა)
გიორგი არაბიძემ კონკურსზე მოცარტის სონატა k.570, შოპენის სკერცო, თხზულება 20 დაუკრა.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უკვე 173 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლ- გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. წარმოდგენა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, თავად გიორგი ერისთავის მონაწილეობითა და რეჟისორობით.
რაც შეეხება ქუთაისს, აქ პირველი წარმოდგენა 1861 წლის 3 მარტს გაიმართა-დაიდგა ,,გაყრა,,
1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
1969 წლის 27 დეკემბერს ქუთაისში გაიხსნა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი,რომელიც უკვე 54 წლისაა.
77 წლიანი ისტორია აქვს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრს,რომელიც 1946 წელს დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’ 1946 წლის 31 დეკემბერს გაიმართა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფასადზე, თანამედროვე ქათრველი პოეტის, გ. ტაბიძისა და ლ.ასათიანის პრემიების ლაურეატის ,ზაალ ებანოიძის ლექსი განთავსდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებასაქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პროექტს…
პარასკევი ივლისი 24
In სპორტიდღეს ქუთაისში ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის ,,ყველა ბაღიდან წავა ზამთარი,, პრეზენტაცია გაიმართება. 19…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოება