ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სისტემების მოწყობა. პროექტი მოიცავს მრავალფუნქციური სივრცეების შექმნას, სადაც გაიმართება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებები. განახლებული ბიბლიოთეკა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.
პროექტის მიზანია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვა, რაც ქუთაისის ისტორიულ ბიბლიოთეკას ახალ სიცოცხლეს შესძენს.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთი“ დახურვის ცერემონია ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
„თეატრალური იმერეთი“ წელს 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ჩატარდა. ფესტივალს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი და მუნიციპალიტეტის თეატრები მასპინძლობდნენ.
ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულები:
1. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ’’ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი)
2. ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -,,უბედურება’’ რეჟისორი თორნიკე სულაბერიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი)
3. ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - ნანა რუხაძე ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი)
4. ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ბეგი ნიკოლეიშვილი ,,კოსმიური ორკესტრი’’ (საჩხერის სახალხო თეატრი)
5. ნომინაცია - ქალის მთავარი როლი - ლია ჭიპაშვილი ,,ძარცვა იტალიურად“ (ხარგაულის სახალხო თეატრი).
6. ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი გოჩა ნიკოლაძე ,,სოფლის აშიკი“ (წყალტუბოს სახალხო თეატრი).
7. ნომინაცია - მამაკაცის მთავარი როლი დავით ჭყოიძე ,,ძარცვა იტალიურად“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი)
8. ნომინაცია - ქალის ეპიზოდური როლი - ნინო ჭახნაკია ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი).
9. ნომინაცია - მამაკაცის ეპიზოდური როლი-თამაზ გოგიშვილი ,,ლუიჯის გული’’ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი).
10. ნომინაცია - ახალგაზრდა ქალი მსახიობი - ბარბარე კალატოზი ,,განთიადამდე შეჩერებულები’’ (თერჯოლის თეატრი).
11. ნომინაცია - ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - ბუბა სავანელი ,,კოსმიური ორკესტრი’’ (საჩხერის სახალხო თეატრი)
12. ნომინაცია - საუკეთესო ქორეოგრაფია -,,ფიროსმანი’’ (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი
13. ნომინაცია-ჟიურის სპეციალური პრიზი- ხარგაულის სახალხო თეატრი ,,ძარცვა იტალიურად“.
"