24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებული აცრის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 1 010 096 აცრაა ჩატარებული.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 703 945 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.6%-ს შეადგენს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 306 151 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.7%-ია.
ამასთან, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 103 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 924 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 458 265.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა - 629, იმერეთი - 803, ქვემო ქართლი - 376, შიდა ქართლი - 381, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 537, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი -77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 112.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი, მათ შორის, თბილისში - 631, აჭარაში - 166, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 43, იმერეთში - 24.
3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 - თბილისში, 1 244 - აჭარაში.
47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 101 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 30 012 პირი, აჭარაში - 8 246, იმერეთში - 4 553.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 22 აგვისტოს მდგომარეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5670 პირს აქვს გაკეთებული, აქედან პირველი დოზით აცრილია 3810 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1860 პირი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, თამარ გველესიანის თქმით, ხვალიდან მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაციის სივრცე მოეწყობა . ცენტრი ზესტაფონის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში გაიხსნება და დღეში დაახლოებით 400მდე პირის ვაქცინაციას უზრუნველყოფს.
„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში დადასტურებული კოვდნფექციით 22 ბავშვი მკურნალობს. პაციენტების ასაკი ორი კვირიდან 12 წლამდე მერყეობს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სკოლების გახსნასთან მიმართებაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაციაა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს.
„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, არასრულწლოვანებში კორონავირუსით ინფიცირების მატება აღინიშნება, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ეს ივლისში დაფიქსირდა.
„როგორც არასრულწლოვანებში, ასევე ორსულებში ინფექციის მატება მიმდინარეობს, თუმცა როგორც ივლისის დასაწყისში იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, დღეს ეს მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანებში არ ფიქსირდება. მიგვაჩნია, რომ ამას თავისი მიზეზი გააჩნია - მშობლების მეტად გააქტიურება და ბავშვებისთვის საჭირო ღონისძიებების დაცვა, რასაც ჰქვია სოციალური დისტანცია, ასევე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებებისგან თავის არიდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ხვალ საბჭოზე დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელებენ.
დღეს ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს…
სამშაბათი მაისი 26
In საზოგადოება✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის,…
ორშაბათი მაისი 25
In საზოგადოება