დღეს კორონავირუსის 2 970 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში - 653, იმერეთში - 463, ქვემო ქართლში - 90, შიდა ქართლში - 105, გურიაში - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 93, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 , აჭარაში - 4, იმერეთში - 6, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 521 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47 390-მდე.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი, იმერეთში - 4 246.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის #59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
"24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის მამაკაცები. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მართვით თანმხლები დაავადებებიდან, ქრ. Bჰეპატიტი , არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრ.უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე . მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი , არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო იმყოფებოდა ინოტროპულ_ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე , სეპტიცემია სტაფილოკოკებით გამოწვეული აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, არასტაბილური წნევა და ოქსიგენაცია .
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
კლინიკაში 72 პაციენტი გადის მკურნალობას.