ქუთაისის ბაღებში სასწავლო პროცესი 1 მარტს აღდგა. თანამშრომლებს ყოველ 2 კვირაში სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.დღეის მონაცემებით, 29-ე ბაგა -ბაღში თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისად ბაღი დახურულია. 29-ე ბაღი იმ სამ დაწესებულებას შორის იყო, სადაც სასწავლო პროცესი 1 მარტს არ განახლებულა.ორი კვირის შემდეგ, მორიგი ტესტირება ჩატარდება და თუ ვირუსი არ დაფიქსირდა, 29-ე ბაღი მუშაობას დაიწყებს.
ამ დროის მონაცემებით, აღსაზრდელებს 37-დან 36 ბაღი იღებს.რაც შეეხება დასწრებას, სააღმზრდელო პროცესში საშუალოდ 2 700 ბავშვია ჩართული.