ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივითა და მოდერაციით 19 მაისს Zoom პლათფორმაზე გაიმართა ონლაინ შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, თეჯოლა, ბაღდათი, სამტრედია, სენაკი, ტყიბული, ჩოხატაური, ქობულეთი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ხონი, ხობი) წარმომადგენელს შორის.
შეხვედრის თემა იყო „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამები - არსებული პოზიტიური გამოცდილების გაზიარება“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა გაძლიერების მუნიციპალური პროგრამების თაობაზე ინფორმაცის გაცვლა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.
შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადგილობრივი პროგრამების შესახებ საკუთარი წარმატებული გამოცდილება გააზიარეს შემდეგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა: ჩოხატაური, ფოთი, ზუგდიდი და ქობულეთი.
მოცემული დისკუსიის ფორმატი ეფექტიანია როგორც არსებული კარგი პრაქტიკის გაზიარების, ასევე მსგავსი პროგრამების დასანერგად გასავლელი გზის თაობაზე გამოცდილების გაცნობისთვის პარტნიორი მუნიციპალიტეტებისათვის.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის გამოსავლენად.
ჯგუფის წევრები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მეტი მნიშნელოვანი საკითხი გადაიჭრას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ამ ეტაპზე ჯგუფი ადვოკატირებს ხონის დევნილთა დასახლებაში არსებული მინი სტადიონის განახლების საკითხს, რადგანაც ქალებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ქონდეს კეთილმოწყობილი სტადიონი, სადაც ასევე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა იქნება შესაძლებელი.
საკითხის დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის კი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ თვითმართველობასთან. ეს პრობლემა უკვე დასვეს მათ წინაშე და მიიღეს დაპირება, რომ აუცილებლად დადგება ადგილობრივი თვითმართველობის დღის წესრიგში მისი პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხი.