ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.

რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სკვერში, კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო მუსიკალურმა თეატრმა "ირიდა" - ს აღსაზრდელებმა, თეონა ლომსიანიძემ, ლევან ჟვანიამ და მომღერალთა ანსამბლმა სადღესასწაულო წარმოდგენა გამართეს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, შეკრებილ მოსახლეობას და პატარებს დამდეგი შობა - ახალი წელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად მიულოცა.

ნაძვის ხის საზეიმო ანთების ცერემონია გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

24 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი წინასაახალწლო ღონისძიების გამო, 23-24 დეკემბერს , აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
შესაბამისად, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციის მიერ განისაზღვრა საქალაქო ტრანსპორტის ახალი სვლაგეზები:
N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით, აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.
N⁰141 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.