ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო.
ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო.
დღეს ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებებისა და განათლებისათვის" ორგანიზებით ჩატარდა.. დასუფთავების აქცია მოხალისეობის დღისადმი და ნიადაგის დაცვის დღისადმი იყო მიძღვნილი.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზებით ქუთაისის მერიის წინ ამ წუთებში აქცია იმართება. მონაწილეების თქმით,ისინი გელათის მონასტერში არაჯეროვნად ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს აპროტესტებენ.
საჩხერეში 12 ნოემბერს "საჩხერლობა" იზეიმეს.სახალხო დღესასწაულის შემდეგ კი მდიდრული სადილი საჩხერის ბიუჯეტს სოლიდური თანხა-24 ათასი ლარი დაუჯდა.ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ "აი,ფაქტი" გაასაჯაროვა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში აქცია-პერფორმანსი მოეწყო, რომლის მიზანი საზოგადოებისთვის იმის შეხენება იყო, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხში პასუხისმგებლობა თითოეული მოქალქის ვალდებულებაა.
გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ქუთაის გაენათის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში 2020 წ. გაზაფხულზე გელათის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის) სამხრეთ-დასავლეთი კედლის ნაწილის მხატვრობა წვიმის გამო დაზიანდა. გელათის კომპლექსი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სიაშია შეყვანილი. შესწავლილ იქნა დაზიანების მიზეზები. 2021 წლის იანვარში კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა პრესკონფერენცია გამართა ქუთაისში და საზოგადოებას გააცნო დაზიანების მიზეზი და მაშინვე დაისახა გზები დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად. კულტურის სამინისტრომ იუნესკოს მიმართა თხოვნით რესტავრატორთა ჯგუფის გამოსაგზავნად. აღნიშნულმა ჯგუფმა შეისწავლა ვითარება და მიიღო გადაწყვეტილება სარესტავრაციო სამუშაოების ორი მიმართულებით წარმართვის თაობაზე. ერთ ჯგუფს დაევალა დაზიანებულ ადგილზე სახურავის გამოცვლა და თავის დროზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ხოლო რესტავრატორთა მეორე ჯგუფს დაევალა კედლის მხატვრობის ფიქსაცია, რათა კედელში გაჟონილ წვიმის წყალს უფრო მეტად არ დაეზიანებინა მხატვრობა. 2022 წლის გაზაფხულზე ორივე ჯგუფი შეუდგა თავის საქმიანობას. ა.წ. სექტემბერში რამდენიმე ქართველმა ხელოვნებათმცოდნემ კრიტიკულად შეაფასა ზოგიერთი რესტავრატორის მიერ შესრულებული სამუშაო. ამის გამო სარესტავრაციო სამუშაოები დროებით იქნა შეჩერებული და საქართველოს საპატრიარქომ და კულტურის სამინისტრომ მიმართვა იუნესკოს ხელმძღვანელობას, მაღალკვალიფიკაციური ექსპერტების მიერ შეფასებულიყო მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. ექსპერტთა ჯგუფმა 28-30 ნოემბერს შეისწავლა სიტუაცია და 1 დეკემბერს საპატრიარქოში წარმოადგენს თავის დასკვნებს. ფართო საზოგადოება, ბუნებრივია, დაინტერესებულია გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შედეგებით. ჩვენ ველოდებით ექსპერტთა დასკვნას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება სამომავლო სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
ხუთშაბათი ივლისი 30
In საზოგადოებაქუთაისის,,ტორპედოს,, ხელმძღვანელობა პირველ აგვისტოს გულშემატკივარს შეხვდება და კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. ,, გულშემატკივრებთან ღია და…
ოთხშაბათი ივლისი 29
In სპორტისაჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17…
ოთხშაბათი ივლისი 29
In საზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება