ქუთაისში დასუფთავების პრობლემებზე საუბრობენ. მოქალაქეები ამბობენ,რომ ქალაქი მოუწესრიგებელია და ყველგან ნაგავი ყრია.აკის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
,,ქალაქის ცენტრი, ქუთაისის ისტორიული ტურისტულად ყველაზე აქტიური ზონა. ჯაჭვის ხიდის მიმდებარე, ბაგრატის კიბეების ტერიტორია. სრულიად დანაგვიანებული , როგორც ბანგლადეში . ლეღვის ხეებში გახლართული ბაგრატის კიბეები, ჩამქრალი ლამპიონები. მოუწესრიგებელია მთლიანად!!!! ქუთაისის სირცხვილია ეს ყველაფერი. ყველაზე დიდი ნაკადი ტურისტების სწორედ ამ გზას გადის ბაგრატზე მოსახვედრად,,-წერს მოქალაქე ჯგუფში ,,ქუთაისი,,
,,ქუთაისში დასუფთავების სამსახური საერთოდ არსებობს? ბუხაიძის ქუჩაზე ან საერთოდ სხვა ნებისმიერ ადგილას ასეთი მდგომარება რატომ უნდა იყოს? სრული სიბინძურეა.
ქალაქის დამაბინძურებელი ადამიანი საკუთარ ქალაქს და თანამოქალაქეებს არ სცემს პატივს. ძალიან სამწუხაროა რაც ხდება,,-წერს ქრისტი კილაძე ჯგუფში ,,ქუთაისი,,.
