სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.
ახალი გზა გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების - გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის.
სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია.
