ჯორჯიან მანგანეზმა" თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. კომპანია მაღაროელებს ხელმოსაწერად სთავაზობს დოკუმენტს,რომლის მიხედვითაც ისინი სამსახურის გარეშე რჩებიან და თანახმა არიან კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. გაფიცულები მაღაროელები ყველას მოუწოდებენ,აღნიშნულ საბუთს ხელი არ მოაწერონ .
,,არ მოაწერო ხელი! თუ შენ ხელს მოაწერ კომპანიის შემოთავაზებულ განცხადებას, იცოდე, რომ ხელს აწერ სამუშაოს დაკარგვას.
კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ ადასტურებ, რომ კომპანიის მიმართ არ გაქვს და არც მომავალში გექნება პრეტენზია და რომ ეთანხმები კომპანიის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის დაწყების და სამსახურიდან მასობრივი დათხოვნის შესახებ.
კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ რჩები კომპანიის ნების ამარა, რომ დაგაბრუნებს სამსახურში. ოღონდ იმ პირობებით, რაც მისთვის იქნება მისაღები.
ეს გულისხმობს იმას, რომ შეგიმცირდება ხელფასი და შეგეცვლება სამუშაო რეჟიმი.
კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ ეთანხმები მხოლოდ 8-საათიან სამუშაო დღეს და ეთანხმები ვახტური რეჟიმის გაუქმებას, რაც ავტომატურად აუქმებს შენი ასობით თანამშრომლის სამუშაო ადგილს.
კომპანიის განცხადებაზე ხელმოწერით, შენ გადასტურებინებენ ტყუილს, რომ განგემარტა შენი კანონით განსაზღვრული უფლებები.,,-წერია მაღაროელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.