ქუთაისელი ექიმი,ფოტოხელოვანი და მუსიკოსი თემურ ძიძიგური 65 წლის ასაკში გადაიცვალა.ის სიმსივნეს ებრძოდა.თემურ ძიძიგურის ოჯახს უსამძიმრებენ ქუთაისის მერი, მაჟორიტარი დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები.
"ყველასათვის საყვარელი,წარმატებული ექიმი, ხელოვანი და კარგი ადამიანი დააკლდა ქუთაისს.
თემურ ძიძიგური, ღირსეული ადამიანი, რომლის გარდაცვალებამაც ყველა ქუთაისელს გული დაწყვიტა.
ვწუხვარ და თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს და ქუთაისს."-წერს ზაზა ლომინაძე,ქუთაისის მაჟორტარი დეპუტატი.
"კარგი ქუთაისელი დაგვაკლდა- თემურ ძიძიგური გარდაიცვალა,
წარმატებული ექიმი, შესანიშნავი ხელოვანი და გამორჩეული მოქალაქე .
მუდამ ქუთაისის და ქუთაისელების სამსახურში იყო, უხდებოდა ჩვენს ქალაქს მისი ინიციატივით ჩატარებული "ქუთაისური მუსიკალური საღამოები".
თანავუგრძნობ თემურ ძიძიგურის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ქუთაისს ამ ნათელი კაცის ნაადრევად წასვლის გამო."-იოსებ ხახალეიშვილი,ქუთაისის მერი.
"თავმდაბალი, საოცრად ადამიანური, ყურადღებიანი, პროფესიონალი და ხელოვნების ქომაგი
როგორ მინდოდა სეზონის ბოლო გადაცემაში მომეწვია...
-ვერ შეძლებსო...
სეზონის პირველ გადაცემაში იქნებ მწვეოდა- ვგეგმავდი :(
მადლობა ბატონო თემურ ქუთაისის მიმართ თქვენი სიყვარულისთვის!
მადლობა, რომ არასდროს იგრძნობოდა თქვენს გვერდით ასაკით, განათლებით, დიდებულებით განსხვავება!
მადლობა ყველა აჟღერებული მელოდიისთვის ჩვენს გადაცემებში!
მადლობა თქვენი გადაღებული ფოტოსთვის, რომელიც წლებია ჩვენს სტუდიას ამშვენებს <3
ჩვენ ეს საჩუქარი გვიხაროდა, თქვენ- საჩუქარი რომ ისევ სტუდიაში გვქონდა ერთგულად <3
ბევრ საინტერესო ამბავს მოვყვები , რაც კადრს მიღმა რჩებოდა და თქვენს დიდ ადამიანობას ამკობს...
მაგრამ, ალბათ სხვა დროს..
ახლა უთქვენობის პირველი საათებია და ძალიან ტკივა ქუთაისს :("-ნინო ნებიერიძე,ჟურნალისტი.
"ღმერთო, რა მოულოდნელი და სამწუხარო ამბავია:(((((((((( მთელი ქალაქისთვის გამორჩეული და ღირსეული პიროვნება. სასუფეველი და უფლის ნათელი ბატონი თემურის უკეთილშობილეს სულს! "-ლია გვენეტაძე,მწერალი და ჟურნალისტი.