20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ფონდი "სოხუმი" ქუთაისში ტრადიციულ ღონისძიებას გამართავს-
„სოხუმური არომატი ქუთაისში“ - ყავა ქვიშაზე! ღონისძიება ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში(სიყვარულის ბაღი) 10:30 დაიწყება.
ორგანიზატორები რამდენიმე აქტივობას აანონსებენ-
სოხუმური ყავა და სიმბოლური ტკბილეული.
სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროზე“.
სიმბოლური საჩუქრები ჩვენს მეგობრებს.
პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის და თოჯინების თეატრის წარმოდგენები.
მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა.
ფოტო "აქტორის" არქივიდან( შარშან,2021 წელს გამართული ღონისძიება ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში)