მხოლოდ ივნისში პრემიერი ღარიბაშვილის გვერდის მოწონების Fb-პოსტის რეკლამა დაახლოებით ₾ 17,887 დაჯდა. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
პრემიერმა $300-399-ით დაარეკლამა უკრაინისადმი არამეგობრული განცხადება მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ამასთან, პრემიერის გვერდი $100-ზე ნაკლებს ხარჯავს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს მოვლენები, როგორიცაა მისი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრა ევროპარლამენტარებთან.
2020-2022 წლებში პრემიერმინისტრის facebook გვერდის დასპონსორებაში ჯამში $135,655 დაიხარჯა, საიდანაც $66,069 საქართველოს მთავრობამ, ხოლო $20,258 თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა გადაიხადა.
აღსანიშნავია რომ ფეისბუქ გვერდის მოწონების რეკლამირებაში პრემიერ მინისტრი ყოველ ჯერზე უფრო მეტ თანხას იხდის.
20 მაისი: <100 $
24 მაისი: 1000-1500 $
3 ივნისი: 2000-2500$
7 ივნისი: 3000-3500$
24 მაისს პრემიერ საკუთარი ინსტაგრამ გვერდიც დაარეკლამა, რაშიც 300-399 აშშ დოლარი დახარჯა.