დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.
გარდამოხსნა შესრულდება საგალობლებით, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.
მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში ამ დღეს სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია.
სახარების თანახმად, ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".
ახალი აღთქმის თანახმად, ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების მიხედვით, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
,,ყველას დანაშაული იმიტომ არის, რომ პასუხისმგებლობა ეროვნული ღირებულების კულტურულ ძეგლზე თანაბრად ყველასია,,-ასე გამოეხმაურა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას. მეუფე გელათში სადღესასწაულო წირვას დაესწრო და შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა.
,,ყველას დანაშაული ვრცელდება დიდზე, პატარაზე, ერზე, ბერზე, მთავრობის, ხელისუფლების წარმომადგენლებზე,იმიტომ, რომ ყველა საქმეს არც ფული აკეთებს და არც მეცნიერი, არამედ აკეთებს სიყვარული.დროებითი გადახურვა ეს არის დროებითი მცდელობა.ის, რომ სრულად დამთავრდეს აქ სამუშაოები, ამას სჭირდება სპეციალისტი-საქმის მცოდნე ადამიანთა გუნდი ან გუნდები. ,,-განაცხადა მეუდფე დავითმა.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები,მათ შორის, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
გელათის მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. წირვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი სამღვდელოებასთან ერთდა აღავლენს.
გელათის მონასტროს აგება დავით აღმაშენებლი სახელს უკავშირდება .არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი.
ქართული კლასიკო- თბილისის ,,დინამოსა,, და ქუთაისის ,,ტორპედოს,, შეხვედრა დღეს თბილისში გაიმართა. თამაში ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა,…
კვირა მაისი 24
In სპორტისაქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 24…
კვირა მაისი 24
In საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის“ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება24 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში , თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება ქართული დერბი - „დინამო“…
პარასკევი მაისი 22
In სპორტისურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში,…
პარასკევი მაისი 22
In საზოგადოება14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღეს…
ხუთშაბათი მაისი 14
In რელიგიადღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და ასევე, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის…
სამშაბათი მაისი 12
In რელიგიასაქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა…
ორშაბათი მაისი 11
In რელიგიარელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად…
ოთხშაბათი მაისი 06
In რელიგიადღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი აპრილი 10
In რელიგია