მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად სინოდის 9 წევრი საპატრიარქო არჩევნებს ავტომატურად ეთიშება.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების თანახმად, საპატრიარქო კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს მღვდელმთავარი რომლიც ასაკით არის არა ნაკლებ 40 წლისა და არა უმეტეს 70 წლისა. (იხილეთ: საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თავი IV, §2, მუხლი დ.)
მოქმედ სინოდში ყველა მღვდელმთავარი ასაკით 40 წელს აღემატება, მაგრამ სინოდის შემადგენლობაში შედიან 9 მღვდელმთავარი, რომლებიც არიან 70 წლის ან აღემატებიან ამ ასაკს.
იმ შემთხვევაში თუ სინოდი გადაწყვეტს მართვა-გამგეობის დებულების შეცვლას, მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად მხოლოდ სინოდს ამის უფლება არ აქვს, ამისთვის საჭიროა მოწვეული იყოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. (იხილეთ: საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თავი III, §2, მუხლი 2)
მღვდელმთავრები რომლებიც მოქმედი მართვა-გამგეობის დებულებით ვერ დასახელდებიან საპატრიარქო კანდიდატებად:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) - 70 წლის;
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) - 77 წლის;
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) - 76 წლის;
ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) - 72 წლის
წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) - 75 წლის;
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) - 86 წლის;
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) - 79 წლის;
გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა) - 72 წლის ;
სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) - 75 წლის.
წყარო-მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი
