ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე.
მამა იოსები გელათის მონასტრის სტუმრების სენაკში გაჩენილი ხანძრისგან 16 იანვარს მძიმედ დაშავდა.ის თავდაპირველად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა,რამდენიმე დღეში კი თბილისში გადაიყვანეს.მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ ფასდებოდა.მამა იოსების გადარჩენა ვერ მოხერხდა.