დღეს კათოლიკური შობა აღინიშნება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება.
შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს ათი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის (საბერძნეთი), ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკისა და კანადის.