დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.
ილია II 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში.
1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.
1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 43-ე წლისთავი აღინიშნა.