✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშკოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მოქალაქეებს ცირკული ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, ერთ შემთხვევაში კი - კუთვნილ ქვის სამსხვრევ ობიექტზე ჰქონდათ დამონტაჟებული.
გურიასა და სამეგრელოში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
