ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ.
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე ადგილზე გაეცნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი, მათ შორის, 5 - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ აღინიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გარდა, ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება.
10 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, ზოგან სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 6-7 სექტემბერს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისელი მოკრივე, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“, - წერს ავთანდილ ხურციძე.
ინფორმაციისთვის- 2018 წლის სექტემბერს, 41 წლის ავთანდილ ხურციძეს ბრუკლინში მოქმედი კრიმინალური ავტორიტეტის, რაჟდენ შულაიას დაჯგუფებასთან კავშირის გამო, რეკეტსა და თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეზე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის,თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი მმართველი პარმენ სიგუნავა…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა პირმა დაცვის…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოებაქ. თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოება