- საზოგადოება
- გადასვლები: 1202
მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა-საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტობანის დანგრეულ კონსტრუქციაზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მიმართავს და მედია ფორმატის ფარგლებში ითხოვს განიხილონ,ე.წ. აგენტების კანონის კავშირი და შემხებლობა მათ მოძრაობასთან.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
,,ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ბრალდებულმა კონფლიქტის დროს მეზობელი, შვილების თანდასწრებით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეორე ბრალდებული, რომელმაც მომხდარი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 2022 წლის 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, ხოლო მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.,,-საქართველოს პროკურატურა .
ფოტო ,,აქტორის,, არქივიდან.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა. სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების…
ორშაბათი აპრილი 20
In საზოგადოებათერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ…
ორშაბათი აპრილი 20
In საზოგადოებატყიბულელი ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მისი მეტოქე ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აზერბაიჯანელმა…
კვირა აპრილი 19
In სპორტიქუთაისის ,,არესი” ,,დიდი 10”- ის ფინალში პირველად ითამაშებს. ,,არესმა” წინასწარ ფინალში თანაქალაქელი ,,აია” 33:22 დაამარცხა…
კვირა აპრილი 19
In სპორტი18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი…
შაბათი აპრილი 18
In საზოგადოება