- საზოგადოება
- გადასვლები: 734
უკრაინაში დაღუპული გუგა გაგნიძე ზესტაფონში, საკუთარ სახლშია გადასვენებული
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გუგა გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს.მისი ცხედარი ზესტაფონში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს .სამშაბათს კი დაკრძალავენ.
40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 24 ქართველი ემსხვერპლა.
