გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
სასექტემბრო საჩუქარი უკვე გადაეცა ქუთაისში მცხოვრებ 73 ოჯახს. მათ შორის, სამ, ოთხ და ხუთსულიან ოჯახებს - 200 ლარიანი, ხოლო უფრო მეტს- 300 ლარიანი თანხის მოცულობით. ქალთა ფონდი „სოხუმი“ ახალი სასწავლო წლის სასაჩუქრე ვაუჩერების დარიგებას აგრძელებს ვანის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ბაღდათის, ხონის, წალენჯიხის, ტყიბულის და ხობის მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებელ უკრაინელებზე, რომლებსაც კარფური - Carrefour-ის ქსელში შეუძლიათ შეიძინონ საჭირო ნივთები.
ქალთა ფონდი „სოხუმი“, ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილებს პირველივე დღიდან აღმოუჩინა არა მხოლოდ ეკონომიკური სახის თანადგომა და დღემდე, მათზე მეურვეობას სტაბილურად აგრძელებს. უკრაინული ოჯახები ფონდისგან ყოველთვიურად იღებენ საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, პერიოდულად -კომუნალური გადასახადებით, ბინის ქირით და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას
ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით, პირველად მოხდა პროფესიის მიხედვით მათი დასაქმება და ჩატარდა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ტრენინგები.
,,ფლანგვის დეტექტორის,, ინფორმაციით, ზესტაფონის მერია ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალის ,,სულიკო 2023“ და სახალხო ზეიმის ,,ზესტაფონობა“ ორგანიზებაში 77,940 ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიება 23-24 სექტემბერს გაიმართება.
ზესტაფონისაგან განსხვავებით, კიდევ უფრო დიდ თანხებს ზუგდიდის მერია ხარჯავს, რომელიც ზუგდიდობის დღესასწაულის აღნიშვნას 17 სექტემბერს აპირებს და ამ მიმართულებით 367,054 ლარის შესყიდვებს გეგმავს.
თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს 16 აგვისტოს მიმართა და თბილისობის ჩასატარებლად 3,140,175 ლარის გამარტივებული შესყიდვით დახარჯვას ითხოვს. როგორც თავად მერია მიუთითებს, 2023 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკში და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს.
სამივე ღონისძიება გამარტივებული შესყიდვით გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 15 და 19 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა.
ჭიათურაში უმოქმედო ისტორიული მაღაროს ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მუზეუმის პროექტის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების…
ხუთშაბათი ივლისი 30
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და…
ხუთშაბათი ივლისი 30
In საზოგადოებაქუთაისის,,ტორპედოს,, ხელმძღვანელობა პირველ აგვისტოს გულშემატკივარს შეხვდება და კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. ,, გულშემატკივრებთან ღია და…
ოთხშაბათი ივლისი 29
In სპორტისაჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17…
ოთხშაბათი ივლისი 29
In საზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკა