გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,22 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 18 -21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18-21 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღის საათებში კი +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +4 გრადუსი დაფიქსირ
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით,სამშაბათიდან კვირის ბოლომდე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
,, დღეს და ხვალ კი გვაქვს საქართველოში ზამთრისეული და ცივი ამინდი, თუმცა ამ ყველაფერს კვირის ბოლოს შემოდგომისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა შეცვლის, ვერა და ვერ მოიკიდებს ფეხს ზამთარი საქართველოში, ვერც ამ გაავდრების დროს.
სამშაბათს გამოიდარებს მთელს ქვეყანაში, მზიანი დღე გვექნება და შედარებით დათბება, ოთხშაბათიდან კი დათბობა იქნება საგრძნობი და კვირის ბოლომდე .
დასავლეთ საქართველოში +15, +17 C.
აღმოსავლეთში +13, +15 C.
სანაპირო კურორტებზე +19, +21 გრადუსი იქნება.
ასე რომ ,ანტიციკლონი, რომელიც გამყარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სამუშაო კვირის მეორე ნახევარში დიდი ხნით გვაჩუქებს მზიან და თბილ დღეებს.
პესიმისტებისთვის მინდა ვთქვა, ვისაც აგიჩემებიათ, ზამთარმა უნდა იზამთროსო - საქართველოს კლიმატისთვის თბილი ზამთარი უჩვეულო არ არის და ცალკეულ წლებში არის ხოლმე თბილი ზამთარი.,,-მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.