საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს , ვეტერან მორაგბეს თენგიზ ტურძელაძეს 60 წლის იუბილე რაგბის N22-ე სპორტულ სკოლაში მეგობრებმა, ვეტერანმა და მოქმედმა რაგბისტებმა მიულოცეს.
საიუბილეო შეხვედრას ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე ესწრებოდნენ.
თენგიზ ტურძელაძეს ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,ასევე 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო წოდება მიენიჭა.