ქუთაისელი მოჭადრაკეები მსოფლიოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატის ევროპის ეტაპის ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.
ქართველმა მოზარდებმა ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 8 ტურად გაიმართა და მასში ევროპის 27 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს გუნდმა 8 ტურში 11 ქულა დააგროვა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:გაბრიელ გაბადაძე,დავით თათვიძე,ლუკა ნემსიწვერიძე,ცოტნე არსენიძე და ლილე სვანაძე.გუნდის კაპიტანი საჭადრაკო სკოლა ,,მაია"ს მწვრთნელი, ინგა კიკვიძე.
