ქუთაისელი იოანე ხვარეშია 23-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა.
პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე იოანე ხვარეშიამ წარმატებულად იასპარეზა.მან 10-მეტრიან დისტანციაზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ფინალური სერია წარმატებით ჩაატარა და 241.4 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე თურქი ფარეტინ ჯან ერი გავიდა 240.9 ქულით, მესამეზე კი სერბი უროს გაჯიჩია 218.8 ქულით.
