2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს ხვალიდან აიღებს.შეხვედრებს ქუთაისი და თბილისი უმასპინძლებს.მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სტადიონების მომზადება უკვე დასრულდა.
სამუშაოები განხორციელდა თბილისსა და ქუთაისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში,ასევე „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.
ხუთივე მოედანი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარით. ავჭალაში და ქუთაისში განახლებულია ტრიბუნები და დამხმარე ინფრასტრუქტურა. „აიას“ კომპლექსში ასევე დამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგიის განათების სისტემა.
რაგბის ახალგაზრდულ, 20 წლამდე მსოფლიო თასზე 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, 8 გუნდი კი ქუთაისში ორ ჯგუფში იქნება გადანაწილებული: ზელანდია, ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, ფიჯი, შოტლანდია, იტალია.
ქუთაისში თამაშები „აიას“ სარაგბო კომპლექსში გაიმართება.
ქუთაისში რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ ტარდება.
