ტყიბულელი ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
მისი მეტოქე ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აზერბაიჯანელმა 1/2-ფინალში აკრძალული ილეთი შეასრულა, რის გამოც დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
სულამიძემ რეპეშაჟში შვეიცარიელ დანიელ ეიხს იპონით მოუგო.
ევროპის ჩემპიონატი თბილისში იმართება.
ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე უკვე არის 3 ოქროს და ორი ვერცხლის მედალი.
ევროპის ჩემპიონები არიან: ლაშა შავდათუაშვილი(73 კგ) , ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლუკა მაისურაძე (90კგ).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).
დღეს ევროპის ჩემპიონატის ოქროსთვის გურამ თუშიშვილი იბრძოლებს.
