ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ვეტერან და ახალგაზრდა ფეხბურთელებს სპორტსკოლაში უმასპინძლეს.
ვეტერანმა ფეხბურთელებმა, რომლებიც 1982 წელს საფეხბურთო გუნდ "ავტომობილისტს" წარმოადგენდნენ. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახლანდელ საფეხბურთო გუნდ "საირმეს" ფეხბურთელებს, თავიანთი სპორტული გამოცდილება გაუზიარეს და გუნდის წარმატებებზე ისაუბრეს.
ღონისძიების მონაწილეებს სპორტის საერთაშორისო დღე, მერის მოადგილე რევაზ კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
სპორტის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ტურნირი მკლავჭიდსა და კალათბურთში.
