ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის პროექტირებას იწყებს.
წყალტუბოში არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, აშენდება უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, რომელიც 5 000-6 000 მაყურებელს დაიტევს.
მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, მედიაცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემები.
გათვალისწინებული იქნება მსაჯების, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის ოთახები და დოპინგ-კონტროლის სივრცე.
სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები და კომერციული სივრცეები.
