კონფერენს ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდა და 4:3 გაიმარჯვა. დუბლები
მატეი სიმიჩისა და ბიორნ იონსენის ანგარიშზეა. პირველი შეხვედრა ქუთაისში„რამაზ შენგელია არენაზე“ შედგა,
საპასუხო მატჩს ,,ტორპედო,, შიმქენთში 17 ივლისს გამართავს.
