ილია თოფურია ისევ ჩემპიონია.
მან ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი და ყოფილი ჩემპიონი, ჩარლზ ოლივერია პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
28 წლის ქართველი მებრძოლი, ქვემსუბუწი წონის (65კგ) შემდეგ, უკვე მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია.
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ორი წონის ქამრის მფლობელი გახდა.
შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურიას ამ დროისთვის 17-დან 17 მოგება აქვს.