მაკედონიაში, ქ.სკოპეიში, ევროპის პირველობა გაიმართა 17 წლამდელთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების სპორტსმენი, მურთაზ ბაღდავაძე, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა (მწვრთნელი პაატა ნოზაძე).
მათე ცინაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ( მწვრთნელი თეიმურაზ მურღულია).