დღეს ქუთაისში საქართველო-კაბო ვერდეს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. ყველა ბილეთი გაყიდულია.
ივნისის თვის მეორე ამხანაგური თამაში კაბო ვერდეს წინააღმდეგ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
პირველი ამხანაგური მატჩი კი 5 ივნისს, დინამო არენაზე შედგა.საქართველო-ფარერის კუნძულების წინააღმდეგ შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1:0 დასრულდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში ბოლოს 8 წლის წინ, 2017 წლის 13 ნოემბერს, ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშა.მაშინ შეხვედრა 2-2 დასრულდა.
კაბო-ვერდეს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში 72-ე ადგილზეა,ხოლო საქართველოს ნაკრები 68-ე ადგილზე იმყოფება.