ისტორიაში პირველად, აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ მედალი მოიპოვა. ნაკრების ორივე სპორტსმენი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მოსწავლეა (მწვრთნელი, ნიკოლოზ მიქაუტაძე).
ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა. აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში ორადგილიანი გასაშლელი ნავით, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა 2000-მეტრიანი დისტანცია 06:59,12 წამში დაფარეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.